მენიუ
banner banner

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ავირჩიე სმარტ აკადემია"

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ავირჩიე სმარტ აკადემია"

დარეჯან ახალაძემ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა კურსი - HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. 


როგორ გაიგე კურსის შესახებ?

ათი წელია ვმოღვაწეობ საბანკო სფეროში, ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს საზოგადოებასთან ურთიერთობაში და საფინანსო მიმართულებით. მოგეხსენებათ, ძალიან დიდ რუტინასთან და სტრესთან არის ეს სექტორი დაკავშირებული და ჩემი ამ სფეროში ათ წლიანი მოღვაწეობით მივხვდი, რომ ამოვწურე საკუთარი თავი, მჭირდებოდა რაღაც ახალი, რაც მომცემდა ახალ შესაძლებლობებს, დავდგებოდი ახალი გამოწვევების წინაშე და გამოვცდიდი საკუთარ თავს სხვა რადიკალურად განსხვავებულ სფეროში. დავუმტკიცებდი საკუთარ თავს, რომ მე სხვა საქმის კეთებაც შემიძლია წარმატებულად და შემიძლია ვიყო უფრო მოთხოვნადი, უკეთესი ანაზღაურებით, ბაზარზე ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიაში. ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ მენეჯერულმა პოზიციამ და თანამშრომლებთან ურთიერთობაში მაქსიმალურად ჩართულობამ, წლების განმავლობაში, კიდევ უფრო გამიმარტივა არჩევანი, გავცნობოდი და შემესწავლა ადამიანური რესურსების მართვა. დავიწყე ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით, სად შეიძლებოდა გადამედგა პირველი ნაბიჯები ჩემი მიზნების და ინტერესების განსახორციელებლად. ბევრი სასწავლებლის კურსი განვიხილე, გავეცანი არსებულ ინფორმაციებს მათზე და საბოლოო არჩევანი სმარტ აკადემიაზე გავაკეთე. სილაბუსი იყო უზომოდ საინტერესო და თამამად გადავწყვიტე საკუთარი მიზანი რეალობად მექცია და ეს ყველაფერი მიმენდო სმარტ აკადემიისთვის. სამი უზომოდ საინტერესო და დატვირთული თვე გავიარე ამ გუნდთან ერთად, როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულად და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ავირჩიე სმარტ აკადემია. ბედნიერი ვარ საკუთარი გადაწყვეტილებით და ჩემი მოლოდინების გამართლებით, რაც ნამდვილად აკადემიის დამსახურებაა.

რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?

კურსზე გავეცანი ადამიანური რესურსების მართვის სრულიად ახალ და თანამედროვე ხედვებს. რეკრუტმენტს და ადამიანური რესურსების როლს ორგანიზაციაში. კომპენსაციებს და ბენეფიტებს. საქართველოს შრომის კანონმდებლობას და სხვა უამრავ საკითხს, რომელსაც აქ უბრალოდ ვერ ჩამოვთვლი და ეს იყო ჩემს წინაშე სრულიად ახალი გადაშლილი წიგნი, რომლის შესწავლის და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობაც სმარტ აკადემიამ მომცა. რთულია გამოვყო კონკრეტულად რომელიმე ლექცია, მაგრამ ჩემთვის უზომოდ შთამბეჭდავი და დადებითი ემოციებით დატვირთული იყო რეკრუტინგის პრაქტიკული ნაწილი. სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან ჩაატარო გასაუბრება და დაეხმარო მათ იპოვონ ახალი შესაძლებლობები, გაყიდონ სწორად საკუთარი თავი და შენ, HR-მა დაინახო სწორად ეს ყველაფერი და მისცე მათ ახალი შესაძლებლობა, ძალიან დიდი ბედნიერების და სიამოვნების მომტანია. პრაქტიკულ ნაწილში მივხვდი, რომ ამ საქმის კეთება მე დიდ სიამოვნებას მომანიჭებს.

გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორების შესახებ

თითოეული ლექტორი, რომელიც დამხვდა სმარტ აკადემიაში, გამოირჩევა პროფესიონალიზმით და ლოიალურობით აკადემიელების მიმართ. უბრალოდ, მინდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოვარჩიო მარიკა სვანიშვილი, რომელმაც ათამდე გასაუბრება ჩაატარა ჩემთან ერთად და რეკრუტინგის კუთხით ძალიან დიდი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მომცა.

რატომ იყო გამორჩეული სმარტ აკადემიაში სწავლა?

სმარტ აკადემიას მრავლისმომცველი და პრაქტიკულად დატვირთული სწავლების შემოთავაზება შეუძლია, რაც აკადემიელების ინტერესს წარმოადგენს. ლექტორების ძალიან ძლიერი და საინტერესო გუნდი, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული სწავლის პროცესი და online სწავლების მოქნილობა, ადგილზე ჩატარებულ ლექციებში მაქსიმალური ჩართულობა და სხვადასხვა ქეისების გუნდურად განხილვა, ტექნიკურად გამართული და დეტალებზე ორიენტირებული. სწორედ ასე შემიძლია დავახასიათო სმარტ აკადემიის მთელი გუნდი.

კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას? 

სმარტ აკადემიაში HR კურსის გავლის შემდეგ, პირველი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ დამიბრუნდა რწმენა საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. მივხვდი, რომ მე შემიძლია უფრო მეტი და მზად ვარ ახალი გამოწვევების წინაშე დავდგე. უფრო მეტად დავაფასოთ საკუთარი თავი და ვიცოდეთ ის უფლებები, რაც გაგვაჩნია სამუშაო გარემოში და ვიბრძოლოთ ამისთვის თავდაჯერებულად. გავყიდოთ საკუთარი თავი და საკუთარი ემოციები ვმართოთ სწორად. ამ დროისთვის აქტიურად ვარ ჩართული HR მიმართულებით სამსახურის ძიების პროცესში, ბევრი უკუკავშირიც მივიღე და მჯერა ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს.

გაგვიზიარე შენი შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ

სმარტ აკადემიამ, შემიძლია ვთქვა, რომ გარდამტეხი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში, დავუფლებოდი ახალ პროფესიას, გამოვსულიყავი კომფორტის ზონიდან და დამეჯერებინა, რომ მე შემიძლია ახალი და მეტად საინტერესო საქმის კეთება. სმარტ აკადემიის მეგობრული გარემო და უზომოდ დიდი გამოცდილების მქონე ლექტორები დამეხმარნენ უამრავ საკითხზე შემეცვალა შეხედულება, გამოვსულიყავი ჩარჩოებიდან და მერწმუნა უფრო მეტად საკუთარი თავის და შესაძლებლობების.


თუ შენც დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, მაშინ შემოგვიერთდი განახლებულ კურსზე:

HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა

სხვა სტატიები

ყველა სტატია